რუსეთში, მაჰაჩყალაში, ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა, რომლის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 50 – დაშავდა.
როგორც რუსული „ტელეგრამის“ არხები იუწყებიან, დაღუპულებს შორის ორი ბავშვია.
დაღესტნის ხელმძღვანელის, სერგეი მელიკოვის განცხადებით, ადგილზე მეხანძრე მაშველები და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ამ დრომდე მუშაობენ.
აფეთქების გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.