დავით ნარმანია საბავშვო ბაღებში არსებულ მდგომარეობას გაეცნო

თბილისის ბაგა-ბაღებში სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით თბილისის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძესთან, თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან, ჩუღურეთის რაიონის გამგებელ ზურაბ ჩიკვილაძესა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, რიმა ბერიძესთან ერთად, საბავშვო ბაღებში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.
როგორც დავით ნარმანიამ განაცხადა, ორშაბათიდან ბაღები 50 000-მდე აღსაზრდელს მიიღებს, საიდანაც დამატებით გახსნილ ჯგუფებში 3000-მდე ბავშვი დაიწყებს სწავლას.
მისივე თქმით, დაგეგმილია რამდენიმე ბაღის მშენებლობა, ასევე არსებული ბაღების შიდა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რათა მეორე სემესტრიდან შესაძლებელი გახდეს ჯგუფების დამატება.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თემურ თორდინავას თქმით, 8 სექტემბერს თბილისის 159-ვე ბაგა-ბაღი მზად არის აღსაზრდელების მისაღებად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები