ევროკავშირ – საქართველოს შორის საინიციატივო კონფერენციის გამართვა იგეგმება
2014 წლის ივნისში ევროკავშირ – საქართველოს შორის საინიციატივო კონფერენციის გამართვა იგეგმება, – განაცხადა პრემიერ-ინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „პოლიტიკის დრო.“ მისი თქმით, ბრიუსელში დაგეგმილ კონფერენციას პოტენციური ინვესტორები დაესწრებიან. „ევროკომისიის პრეზიდენტთან ხოსე მანუელ ბაროსოსთან შეხვედრისას, ჩვენ შევთანხმდით, რომ ბრიუსელში, ივნისის თვეში, ერთობლივი ინიციატივით, ევროკავშირ-საქართველოს შორის საინიციატივო კონფერენცია იგეგმება. მოწვეული იქნებიან პოტენციური ინვესტორები, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოში ინვესტიციის განხორციელებით. საუბარია მრავალმილიონიან ინვესტიციებზე. კონკრეტული თარიღები ცოტა მოგვიანებით დაზუსტდება’’, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.