შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, შინდისში დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო

სახელმწიფო მინისტრმა მემორიალთან შეკრებილ დაღუპული სამხედროების ოჯახების წევრებს მიუსამძიმრა და თანადგომა გამოუცხადა.

 „საქართველოს და მის მომავალ თაობებს, დარწმუნებული ვარ, მარად ემახსოვრებათშინდისში2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე და ტრაგიკულ, უსამართლო და უთანასწორო ბრძოლაში17 ქართველი მებრძოლის შთამბეჭდავი გმირობის, მართლაც, უკვდავი ისტორია. შინდისის გმირებმა დაუფიქრებლად დათმეს სიცოცხლე, მაგრამ მტერს არ დაუთმეს სამშობლო, შეუპოვარი ბრძოლით იცავდნენ მის ღირსებას, ჩვენი ქვეყნის ერთიანობას, მშვიდობისთვისსწორედ მშვიდობისთვის! საქართველოში მშვიდობის დაცვა და განმტკიცება, ომით გაყოფილი ჩვენი საზოგადოების მშვიდობიანად გაერთიანება, გამთლიანება არის ჩვენი პოლიტიკის უპირატესი მიზანი, რომლის სრულყოფილად მიღწევაც იქნება ჩვენი გმირების ღვაწლის საუკეთესო დაფასება.

დღეს მე პატივს მივაგებ, ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე, ვუთანაგრძობ ოჯახებს და ამავდროულად პატივისცემას ვუდასტურებ მათ სამშობლოს სიყვარულით, ასეთი სიმამაცით შთაგონებული გმირების აღზრდისთვის, რაც საამაყოა, მაგრამ ამავდროულად ნამდვილად უმძიმესი ხვედრია. დიდება ჩვენს გმირებს”, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

 შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან ერთად ასევე იმყოფებოდნენ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის  ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი, გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები