ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა შინდისის გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკო
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა შინდისის გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკო. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
“შინდისში იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და უთანასწორო ბრძოლას შეწირული მებრძოლების ოჯახის წევრები.
მემორიალთან შეკრებილებმა კიდევ ერთხელ გაიხსნეს 15 წლის წინ შინდისში მხდარი 17 ქართველი ჯარისკაცის გმირული ისტორია და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.
შინდისის ბრძოლა, ზუსტად 15 წლის წინ, 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა. ის ამ ომის ერთ-ერთი მძიმე ეპიზოდია. შეტაკების დროს, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ქვედანაყოფის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა”,- წერია ინფორმაციაში.