გასულ ღამეს, თურქეთის აღმოსავლეთით 5,3 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა, მიწისძვრის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ სააგენტო Anadolu იტყობინება.
აღნიშნულია, რომ სტიქიის ეპიცენტრი ქალაქ მალათიაში, ეშილიურტის რაიონი იყო.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი ერლიკაიმ განაცხადა, რომ მსუბუქად დაშავდა 22 ადამიანი.
„ამ დროისთვის ადამიანური მსხვერპლი არ გვაქვს. შიშის, პანიკისა და სიმაღლიდან გადახტომის გამო მსუბუქად დაშავდა 22 ჩვენი მოქალაქე“, – განაცხადა მან.
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის ფაჰრეთინ კოჩას განცხადებით, ადიამანში კიდევ ერთი ადამიანი დაშავდა.
Malatya'nın Yeşilyurt ilçesinde saat 20.48'de 5,3 büyüklüğünde meydana gelen deprem sonrası vatandaşlar sokağa çıktı https://t.co/8FVAoXvCIW pic.twitter.com/eFRiQhAGD7
— Anadolu Ajansı (@anadoluajansi) August 10, 2023
Malatya'da saat 20.48'de 5,3 büyüklüğünde meydana gelen deprem, güvenlik kamerasına yansıdı https://t.co/8FVAoXvCIW pic.twitter.com/kwb0H2i10M
— Anadolu Ajansı (@anadoluajansi) August 10, 2023