დევიდ ქემერონი იმედოვნებს, რომ საქართველოში სწავლებები გაიმართება
ვიმედოვნებ, რომ ჩვენ შევძლებთ გამოვიყენოთ ჩვენი ცოდნა და კომპეტენცია, რათა საქართველოსა და იორდანიაში სწავლებები გაიმართოს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა ნატოს სამიტზე, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე განაცხდა. მისივე თქმით, ნატოს შეუძლია დაიცვას თავისი მოკავშირეები ნებისმიერი საფრთხისგან.
“ჩვენ ვხედავთ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებს, არასტაბილურობასა და ძალადობრივ ექსტრემიზმს ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში. ასევე ახალ საფრთხეებს, როგორიც არის კიბერ და სარაკეტო თავდასხმები. ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს ერთიანობითა და სიძლიერით. ჩვენ უნდა უზრუნველყოთ, რომ ნატო რჩება მზად და შეუძლია დაიცვას თავისი მოკავშირეები ნებისმიერი საფრთხისგან”, – განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა. შეგახსენებთ, რომ ნატოს გაძლიერებული პაკეტის ერთ-ერთი კომპონენტი საქართველოში ნატოს სამხედრო საწვრთნელი ცენტრის გახსნას გულისმობს.