უნიკალური კურორტი 16 მინერალური წყლით, დაუნდობელი სტიქია და რა თქვა სტალინმა შოვზე…

შოვის ტრაგედიამ წარსული გაგვახსენა და კურორტის დაარსების ისტორიას გადავავლეთ თვალი… შოვსა და მის მდიდარ მინერალური წყლებზე 1923 წლის 23 სექტემბრის გაზეთი „კომუნისტიც“ კი წერდა… შოვს აქვს ბევრი დადებითი მხარე, რომ იქ გაკეთდეს კურორტიო…

და გაკეთდა კიდეც…

კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი შოვი რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, ონის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, რიონის მარცხენა შენაკადის მდინარე ჭანჭახის ხეობაში.  ზღვის დონიდან 1520 მეტრზე, ონიდან 30 კილომეტრში.
შოვი გარშემორტყმულია მთავარი კავკასიონის ქედის მწვერვალებით, კურორტი ცნობილია   ფიჭვის ტყეებითა და მინერალური წყლებით. ზამთარი ზომიერად რბილი  და თოვლიანია, ზაფხული – ზომიერად თბილი. თერაპიულ ეფექტს ახდენს ადგილობრივი კლიმატი და მდინარეების – ჭანჭახისა და ბუბას ხეობებში არსებული მინერალური წყლები. შოვი ხომ განთქმულია ჯანმრთელობისათვის სასარგებლო უნიკალური მინერალური წყლებით.

სასტუმრო „სანსეტ შოვი“, რომელმაც მაინც შეაკავა მოვარდნილი მეწყერი

შოვში არის სანატორიუმები, დასასვენებელი სახლები, პანსიონატები, ტურბაზა და სხვა.
შოვის წყლების მეცნიერული შესწავლა და კურორტის მშენებლობა 1923 წლიდან იწყება და ოთხი წლის შემდეგ პირველ დამსვენებლებსაც უმასპინძლა. ერთ წელიწადში შოვი უკვე საკავშირო მნიშვნელობის კურორტი გახდა.  აქ აღმოაჩინეს 16 სახეობის მინერალური წყალი…
შოვში კურორტის დაარსების მოთავედ რევოლუციონერ ექიმს, შამშე ლეჟავას მოიხსენიებენ. იგი წარმოშობით ამბროლაურის რაიონის სოფელ წკადისიდან იყო. საკურორტო საქმით XIX ს-ის დასაწყისში, ვენის უნივერსიტეტში სწავლის დროს დაინტერესებულა. სტუდენტობის პერიოდში ეცნობოდა საზღვარგარეთის სხვადასხვა კურორტს. ბევრს მოგზაურობდა ევროპაში. 1908 წელს ფეხით გადავიდა ჟენევიდან ვენაში; გაეცნო და გულდასმით შეისწავლა საზღვარგარეთის კურორტები.  მშობლიურ რაჭაში ჩასვლისთანავე ადგილის შერჩევას შეუდგა და  ყველაზე შესაფერისად შოვი მიიჩნია.
1925 წლის 15 ივ­ლისს სა­ძირ­კვე­ლი ჩა­ე­ყა­რა სა­ნა­ტო­რი­უ­მის შე­ნო­ბას.

„სტალინის სახლად“ წოდებული აგარაკი

1929 წელს სა­კუ­რორ­ტო სამ­მარ­თვე­ლოს სა­ზე­ი­მო ვი­თა­რე­ბა­ში გა­და­ე­ცა კუ­რორ­ტი, რომელსაც შამშე ლეჟავას პატივსაცემად „შამშოვი” უწოდეს. მოგვიანებით „შამ“ მოშორდა და დარჩა „შოვი“.
წიწ­ვნარ­ში აშენ­ებულია სა­ნა­ტო­რი­უ­მის ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი ლა­მა­ზი შე­ნო­ბა, სას­ტუმ­რო, ელექტრო­სად­გუ­რი, კუ­რორ­ტის მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი, პო­ლიკ­ლი­ნი­კა, მე­ო­რე სა­ნა­ტო­რი­უ­მი.
სტალინის „აგარაკის“ სახელით ცნობილი უნიკალური   შენობის არქიტექტორი იყო ივან კოლჩინი  (დახვრიტეს 1937 წელს) და, როგორც ამბობენ, გერმანელები აშენებდნენ. შენობა ხისგანაა აშენებული ისე, რომ არცერთი ლურსმანი არ გამოუყენებიათ.
ხშირად წერენ, რომ აქ სტალინი ისვენებდა, მაგრამ ეს ფაქტი არ დასტურდება. ერთ-ერთი ინფორმაციით, სტალინს ნდომებია შოვის ნახვა, მაგ­რამ კუ­რორტ უწე­რა­ში თევზს მო­უწამ­ლავს და უწე­რის წყლე­ბით შე­სა­ნიშ­ნავ­ ექიმ­ს – საშა ბაქ­რა­ძეს უმ­კურ­ნა­ლია. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, როცა სტა­ლინისთვის უკი­თხავთ, რო­გო­რი კუ­რორ­ტია შო­ვიო, ასე უპა­სუ­ხია: „კარ­გად მყო­ფი იქ ვერ მი­აღ­წევს და ავად­მყო­ფი გზა­ში მოკ­ვდე­ბაო“…
რესპუბლიკური მნიშვნელობის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი შოვი გაშლილია  ვაკეზე.
შენობები გარშემორტყმულია წიწვოვანი (ნაძვი, სოჭი, ფიჭვი) და შერეული (წიფელი, მუხა, რცხილა, არყი, შინდი და რთხმელა) ტყეებითა და მუდამ თოვლიანი მყინვარებით. 16 მინერალური წყარო ქიმიური შემადგენლობით სრულიად განსხვავებულია და სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება.
სამკურნალო ეფექტი აქვს მთის ჰავას და ნახშირმჟავა-ჰიდროკარბონატული ნატრიუმ-კალციუმიანი მინერალური წყაროების წყალს.
მინერალური წყალი გამოიყენება სამედიცინო მიზნით. აქ მკურნალობენ ისეთ დაავადებებს, როგორებიცაა: ასთმა, ქრონიკული ბრონქიტი, ლიმფოდენიტი, ნაღვლისა და შარდის ბუშტის ანთება, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, სასუნთქი გზების დაავადებები,  კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ქრონიკული ჰეპატიტი, ძვალ-სახსართა სისტემების დაავადებები და სხვა…
შოვის კურორტის მინერალურ წყლებს ჯერჯერობით მხოლოდ საჭმლის მომნელებელი სისტემისა და საშარდე გზების დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ. შოვის ჰავის თავისებურებები ხელსაყრელია კომბინირებული დაავადებების კომპლექსური მკურნალობისთვის. საუკეთესო სეზონია – ივნისიდან ოქტომბრამდე.
მეოცე საუკუნის ბოლომდე, შოვი აქტიური კურორტი იყო, სადაც მოქმედებდა რამდენიმე სანატორიუმი, პანსიონატი, ტურბაზა და მოსასვენებელი ობიექტი. დღეს ეს შენობები რესტავრაციას საჭიროებს.
60-70 -იან წლებში აშენდა კიდევ სხვა თანამედროვე სანატორიუმები, კოტეჯები, რომლებიც 90-იან წლებში გაიძარცვა და განადგურდა….
შოვში უფრო მეტად კერძო ტიპის საოჯახო სასტუმროებია, დიდი სასტუმროებიდან კი დასასვენებელი ადგილებია: „სანსეტ შოვი“, „რაჭა“…

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები