“ბოლო 3 წლის განმავლობაში დასავლეთ საქართველოში განთავსდა 60-ზე მეტი მეტეოროლოგიური, ჰიდროლოგიური და გეოლოგიური თანამედროვე, ავტომატიზებული დაკვირვების სისტემები – კომპლექსური ხასიათის სტიქიური პროცესების წინასწარ პროგნოზირება მთელ მსოფლიოში სირთულეებთან არის დაკავშირებული” – გიორგი გაფრინდაშვილი
“ამ ეტაპზე, რაჭის მხარეში არის 4 უბანი სადაც ინსტალირებულია მონიტორინგის სისტემები. ვიღებთ ინფორმაციას სხვადასხვა მახასიათებლების შესახებ.
იქიდან გამომდინარე, რომ სტიქია, რომელიც შოვში მოხდა იყო ძალიან კომპლექსური ( აქ არ იყო მხოლოდ ერთი, ან ორი ბუნებრივი საფრთხე ) იყო როგორც გეოლოგიური ასევე ჰიდროლოგიური პროცესი, შესაბამისად ასეთი კომპლექსური სწრაფად განვითარებადი პროცესების წინასწარ პრაქტიკულად შეუძლებელია, – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს სტიქიური პროცესებისა და საინჟინრო გეოლოგიის სამმართველოს უფროსი გიორგი გაფრინდაშვილი “კვირასთან” საუბარში აცხადებს.
მისი განმარტებით, ქვეყნის მასშტაბით მუშავდება ბუნებრივი საფრთხეების რუკები და ინერგება მონიტორინგის და პროგნოზირების თანამედროვე სისტემები. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ზემოთ ხსენებული, კომპლექსური ხასიათის სწრაფად განვითარებადი სტიქიური პროცესების წინასწარ პროგნოზირება მთელ მსოფლიოში დიდ სირთულეს წარმოადგენს..
სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო 2014 წლიდან ინტენსიურად ავითარებს სტიქიურ პროცესებზე დაკვირვების სისტემებს. უკანასკნელ წლებში, განსაკუთრებით, ბოლო 3 წლის განმავლობაში დასავლეთ საქართველოში განთავსდა 60-ზე მეტი მეტეოროლოგიური, ჰიდროლოგიური და გეოლოგიური თანამედროვე, ავტომატიზებული დაკვირვების სისტემები. ქვეყნის მასშტაბით მუშავდება ბუნებრივი საფრთხეების რუკები და ინერგება მონიტორინგის და პროგნოზირების თანამედროვე სისტემები. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ზემოთ ხსენებული, კომპლექსური ხასიათის სწრაფად განვითარებადი სტიქიური პროცესების წინასწარ პროგნოზირება მთელ მსოფლიოში ძალზედ დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული.
ამ ეტაპისთვის, გარემოს ეროვნული სააგენტო ახორციელებს სამუშაოებს, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა ტიპის ბუნებრივი საფრთხეებისთვის უკეთ მომზადებას, მათ შორის სხვადასხვა ტიპის მონიტორინგის სისტემების ინსტალაციას. თანამედროვე, ავტომატიზებული დაკვირვების სადგურების მეშვეობით ინერგება თანამედროვე მონიტორინგისა და პროგნოზირების სისტემები”, – აცხადებს გაფრინდაშვილი.