“ამინდის მიუხედავად, ვერტმფრენებმა სამაშველო ოპერაციები რისკის ფასად განახორციელეს” – ირაკლი ბერაია

ონში შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან მთავრობის წარმომადგენლები და პარლამენტის წევრები.

როგორც ჟურნალისტებს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განუცხადა, ამინდის მიუხედავად, ვერტმფრენებმა სამაშველო ოპერაციები რისკის ფასად განახორციელეს.

„ვერტმფრენებმა რეაგირება და სამაშველო ოპერაციაში ჩართულობა პრაქტიკულად, პირველი შესაძლებლობისთანავე დაიწყეს, როგორც კი შესაბამის ცენტრში სტიქიური უბედურების შესახებ შეტყობინება შევიდა. რამდენიმე წუთში მოხდა სამაშველო სამსახურების გამომგზავრება ადგილზე. შესაბამისად, ასევე უახლოეს წუთებში განხორციელდა ვერტმფრენის მომზადება ფრენისა და სამაშველო ოპერაციებისთვის. ამინდის მიუხედავად, ჩვენი მამაცი პილოტებისა და მაშველების რისკის ფასად, ვერტმფრენებმა სამაშველო ოპერაციები განახორციელეს“, – განაცხადა ბერაიამ.

მეწყერი შოვში 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო მონაცემებით, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულია 6 ადამიანი, 31-მდე დაკარგულს კი ამ დრომდე ეძებენ. მათთან დაკავშირება ვერ ხერხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები