მარნეული-სადახლოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

მარნეული-სადახლოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევის შედეგად ასევე დაშავდა ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილას მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები