საქართველოს თავდაცვის ძალების რაგბის ნაკრები საფრანგეთში დაგეგმილ რაგბის სამხედრო მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობისთვის აქტიურად ემზადება, – ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
“მარტყოფის საწვრთნელ ბაზაზე სამხედროებითა და რეზერვისტებით დაკომპლექტებული რაგბის გუნდის ვარჯიშს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე და თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი, გიორგი გოგოჭური დაესწრნენ. მათ მორაგბეები გაამხნევეს და საფრანგეთში წარმატებული ასპარეზობა უსურვეს.
რაგბის სამხედრო მსოფლიო ჩემპიონატი თავდაცვის ძალებს შორის საფრანგეთში 16 აგვისტოს გაიხსნება. გამარჯვებისთვის 12 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებისგან დაკომპლექტებული გუნდები იასპარეზებენ”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.