შვეიცარიის ალპებში 1986 წელს დაკარგული ალპინისტის ცხედარი იპოვეს

შვეიცარიის ალპებში ტეოდულის მყინვარზე 1986 წელს დაკარგული გერმანელი ალპინისტის ცხედარი იპოვეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ვალეს კანტონის პოლიცია ავრცელებს.

კერძოდ, ცხედარი 12 ივლისს არის აღმოჩენილი და შემდგომ – ექსპერტიზაზე გადაყვანილი.

„დნმ-მა დაადგინა, რომ ეს მართლაც მთამსვლელია, რომელიც დაკარგული იყო 1986 წლის სექტემბრიდან“, – ნათქვამია ვალეს პოლიციის განცხადებაში.

გერმანელი მთამსვლელი მაშინ 38 წლის იყო, მთის ლაშქრობიდან არ დაბრუნებულა და დაკარგულად მიიჩნევდნენ.

2019 წლის სექტემბერში მსგავსი შემთხვევა იყო – 43 წლის წინ, 1976 წელს გაუჩინარებული მთამსვლელის ცხედარი იპოვეს. მაშინ 22 წლის ახალგაზრდა დამოუკიდებლად ავიდა ისერში მდებარე ეკრენის მთების მყინვარზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები