ლაგოდეხში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო კუთხე გაიხსნა

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ელენე გოცაძე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასა და ლაგოდეხის გამგეობის თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს ურთიერთობებსა და დღეს გახსნილ ნატოს უელსის სამიტზე. ასევე შეხვედრაზე ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებასა და კონკრეტული პროექტების შესახებ ისაუბრეს. სტუმრებს ლაგოდეხის გამგებელმა კახა ჯამბურიამაც მიმართა. შეხვედრა-კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა.
დღის ბოლოს გამგეობის შენობაში გაიხსნა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო კუთხე, სადაც ნებისმიერ მსურველს ექნება საშუალება, გაეცნოს უახლეს ლიტერატურას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები