გურიაში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ნაბეღლავის გზაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, სატვირთო მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, რასაც რა დროსაც მძღოლი დაიღუპა.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.