ხაშურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავებულებმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.