თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე დღეს დილით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 10 სატრანსპორტო საშუალება დაზიანდა.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდაპირველად, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, შემდგომ კი აღნიშნული ავტომობილების უკან მოძრავი კიდევ 8 სატრანსპორტო საშუალება დაზიანდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითაა დაწყებული.