საქართველოს თავდაცვის ძალებში მკლავჭიდში ტურნირი დასრულდა
“საქართველოს თავდაცვის ძალებში მკლავჭიდში ტურნირი დასრულდა. ჩემპიონატში ერთმანეთს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეები შეეჯიბრნენ. მკლავჭიდის ტურნირი სპორტული ღონისძიებების დარბაზში გაიმართა და გამარჯვებულები 60, 70, 80, 90, 100, 100-ზე მეტ კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდნენ. გამარჯვებულები თითოეულ წონით კატეგორიაში სამ საპრიზო ადგილზე გადანაწილდნენ”,- ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
“გენერალი შტაბის სპორტული ღონისძიებების სამსახურისა და მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებმა გამარჯვებულებს საპრიზო მედლები, ხოლო მე-5 საარტილერიო ბრიგადის სამხედროებს გუნდური თასი გადასცეს.
თავდაცვის ძალებში სპორტული ტურნირები ხელს უწყობს სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. საქართველოს თავდაცვის ძალებში მკლავჭიდში ტურნირი ყოველწლიურად იმართება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.