რა მოხდა ბათუმში – ნინო გიორგობიანი განმარტებას აკეთებს
შსს-ს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი ბათუმში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. როგორც ის აცხადებს, მომხდარი მედიაში არასწორად გავრცელდა. “სანამ დაწერთ ინფორმაციას და გაავრცელებთ დარწმუნებით იქნებ გადაამოწმოთ ჩვენთან? ყოველთვის ყველას ვპასუხობთ! კიდევ ერთი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება ბათუმში მომხდარ ცემის ფაქტზე! დადასტურებულ ინფორმაციას გაწვდით: ბათუმში მომხდარ ცემის ფაქტთან დაკავშირებით ბათუმის პოლიციის მეექვსე განყოფილებაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე 125-ე მუხლით, რაც ცემას გულისხმობს. რაც შეეხება მეგობარი გოგოს ცემაში ბრალდებულ პირს, არც ის და არც მისი ოჯახის წევრები არ არიან პოლიციის თანამშრომლები. გამოძიება მიმდინარეობს, დაზარალებულს ჩაუტარდება სამედიცინო ექსპერტიზა რის შემდეგაც დადგინდება პასუხისგების საკითხი”, – წერს გიორგობიანი ფეისბუქზე.