ავარიის შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა
ვაკეში 70 წლის მამაკაცს სატვირთო ავტომობილი დაეჯახა. სატვირთო ავტომობილის მძღოლი ამ წუთებში იკითხება – ამის შესახებ „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს. როგორც სამინისტროში განმარტავენ, სატვირთო ავტომანქანის მძღოლის ვინაობა დადგენილია და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. შემთხვევა ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, რუსეთის საელჩოს წინ მოხდა. 70 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილი პროზექტურაშია გადაყვანილი. ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლით აღიძრა.