ჩეხეთმა აშშ-ს ქართველი ე.წ.კანონიერი ქურდი გადასცა
ჩეხეთის იუსტიციის მინისტრმა, პაველ ბლაჟეკმა ქართველი ე.წ კანონიერი ქურდის, ფოლად ომაროვის შეერთებულ შტატებში ექსტრადიციის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი.
ამის შესახებ Novinky წერს.
„დღეს ამ ადამიანის, აშშ-ში ექსტრადირებაზე ნებართვა გავეცი“, – განაცხადა ჩეხეთის იუსტიციის მინისტრმა.
მითითებულია, რომ ეჭვმიტანილმა პასუხი უნდა აგოს აშშ-ის სასამართლოს წინაშე რამდენიმე დანაშაულისთვის, მათ შორის, ირანული წარმოშობის ამერიკელი ჟურნალისტის, მასიჰ ალინეჯადის არაპროვოცირებული მკვლელობის მომზადებაში მონაწილეობისთვის, რომელიც პრაღაში დაიბადა და იყო ირანის რეჟიმის მწვავე კრიტიკოსი.
38 წლის ომაროვის ტრანსფერი რამდენიმე დღეში უნდა მოხდეს.
შეერთებულ შტატებში ეჭვმიტანილს სამუდამო პატიმრობა ემუქრება, თუმცა, არა ამ მკვლელობის საქმეზე, რომელიც ითვალისწინებს მაქსიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთას, არამედ სხვა საქმეზე – ცეცხლსასროლი იარაღის ფლობისა და სახიფათო მოპყრობისთვის.
როგორც ჩეხეთის იუსტიციის სამინისტროში განმარტეს, ომაროვის დაკავების ორდერი აშშ-ს ორმა სხვადასხვა სასამართლომ გასცა.
მინისტრ ბლაჟეკს ომაროვის ექსტრადირება საქართველოში ან ყაზახეთში შეეძლო, სადაც მას, სავარაუდოდ „კანონიერი ქურდის“ სტატუსი ჰქონდა, მაგრამ დააკმაყოფილა შეერთებული შტატების მოთხოვნა, რომელმაც პირველმა მიმართა ეჭვმიტანილის ექსტრადირების მოთხოვნით.