როგორია კორპუსის მესამე სართულიდან გადმოვარდნილი 2 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა – ექიმის კომენტარი

გორში, საცხოვრებელი სახლის მესამე სართულიდან გადმოვარდნილი 2 წლის ბავშვი პოლიტრავმის დიაგნოზით უკვე თბილისში, იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმის მიერ ამ დროისთვის ფასდება, როგორც სტაბილურად მძიმე.

“დილის საათებში მშობლის მიერ შემოყვანილ იქნა 2 წლის ბავშვი, სიმაღლიდან ვარდნით. ზედაპირულად, ბავშვს აღენიშნებოდა თავის დახურული ტრავმა. გაეწია გადაუდებელი პირველადი სამედიცინო დახმარება. ჩატარდა მაღალტექნოლოგიური კვლევები. მოხდა სტაბილიზაცია, სასიცოცხლო მაჩვენებლების ნორმაში მოყვანა, გამოძახებულ იქნა ემერჯენს სერვისი – სახელმწიფო კატასტროფის ბრიგადა პედიატრიული, რომელმაც უზრუნველყო ბავშვის გადაყვანა ბავშვის პროფილურ კლინიკაში,” – აცხადებს გორის სამხედრო ჰოსპიტლის გადაუდებელი განყოფილების ხელმძღვანელი, იგორ გეორგიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები