მოგლეჯილი ხეები და ჩახერგილი საავტომობილო გზა – ლაგოდეხში სტიქიის შედეგებს ებრძვიან

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მოსულმა ძლიერმა წვიმამ და ქარმა, მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა.

მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სტიქიამ, მოსახლეობას საცხოვრებელ სახლებთან ერთად, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დაუზიანა;

გარდა ამისა, დაზიანებულია ელექტროსადენები და საყრდენი ბოძები, მოგლეჯილია ხეები, რამაც ჩახერგა საავტომობილო გზა.

„სტიქიის პირველივე წუთებიდან, სტიქიის ზონაში იმყოფება მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი და მერიის შესაბამისი სამსახურები, მობილიზებულია მუნიციპალიტეტის სპეცტექნიკა და სამაშველო სამსახური. ოპერატიულად მიმდინარეობს მოსახლეობის დახმარება, დაიწყო გაწმენდითი სამუშაოები. აღდგენილია სატრანსპორტო მიმოსვლა.

ხვალ დილიდან, მერიის მუდმივმოქმედი კომისიის წევრები დაიწყებენ ზარალის შესწავლას“, – ნათქვამია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები