შუახევში, სოფელ დაბაძველში დათვი სამ პირს თავს დაესხა

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბაძველში დათვი ორ ქალსა და 6 წლის ბავშვს თავს დაესხა.

როგორც „კვირას“ შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, მოზარდს დაზიანება სახის არეში ჰქონდა მიღებული, ხოლო ზრდასრულებს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ.

„მოქალაქეები თავს კარგად გრძნობენ, ბავშვს სახის არეში, ასევე, ყურთან ჰქონდა დაზიანება. უფროსებს კი მსუბუქი დაზიანება აღენიშნებოდათ. შემთხვევა სოფელში ტყესთან ახლოს მოხდა.

რაც შეეხება სოფელში დათვების ხშირ გადაადგილებას, ამ მხრივ მოქალაქეების მხრიდან ოფიციალური წერილობითი შეტყობინება უწყებაში არ შემოსულა. ბავშვს სამედიცინო მომსახურება ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში გაეწია“, – განაცხადეს უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები