ვერაზე გვიან ღამით მომხდარ გასროლასთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო
ვერაზე გვიან ღამით მომხდარ გასროლასთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო.
არსებული ინფორმაციით, გასროლისას არავინ დაშავებულა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც იარაღის უკანონო შეძენა – შენახვა – ტარებასა და სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
უწყების ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.