ლაშა მახარაძის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული
ვაკეში მომხდარი მკვლელობა გახსნილია. როგორც შსს-ს პრესსამსახურის ხელმძღვანელი გიორგობიანი აცხადებს, ლაშა მახარაძის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული. “ინფორმაციას, კადრებს და კომენტარს ცოტა ხანში გავავრცელებთ”, – აცხადებს გიორგობიანი.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე 25 წლის ლაშა მახარაძე 2 სექტემბერს მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა ორჯერ მოხდა, რის შედეგადაც, გარდაცვლილის გარდა, კიდევ ერთი პირი დაიჭრა. გარდაცვლილი შემთხვევის ადგილიდან რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მას გული უკვე გაჩერებული ჰქონდა.