“ქურდულ სამყაროსთან” კავშირისთვის დაკავებული: მომავალი ქურდი მე არ ვიცი, მომავალი მე ვიცი ექიმი და ინჟინერი
შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებებისა და „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი პირების დაკავების შესახებ ბრიფინგი გაიმართა, უწყებამ ამავე თემაზე ასევე გაავრცელა ფარული ოპერატიული მასალა, რომელშიც “ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი პირების დიალოგები ისმის:
“ქურდი რო იქნება, მერე იქნება ქურდი, მანამდე მე ჩემზე წინ არავის არ გოვუშობ ვინც არ უნდა იყოს, მე ვიცი ქურდი კაცო, მომავალი ქურდი მე არ ვიცი მაგის დედა მო….ნ, მომავალი მე ვიცი ექიმი და ინჟინერი”, – ისმის გავრცელებულ აუდიოჩანაწერის ერთ-ერთ ფრაგმენტში.