ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს
ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს.
მკვლელობა გასული წლის შემოდგომით მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, 30 ოქტომბერს ბრალდებულმა და დაზარალებულმა, რომლებიც ერთ სამშენებლო ობიექტზე მუშაობდნენ, სხვა მუშებთან ერთად ალკოჰოლური სასმელი დალიეს, მოგვიანებით კი იჩხუბეს.
კონფლიქტი ბრალდებულის სახლთან გაგრძელდა, სადაც მან დაზარალებულს დანით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. დაკავებულს სასჯელის სახით ათ წლიანი პატიმრობა განესაზღვრა.