ძლიერმა წვიმამ სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში პრობლემები შექმნა.
განსაკუთრებით რთული ვითარებაა აბაშის, სენაკისა და ხობის მუნიციპალიტეტებში. ადიდებული მდინარეები და ღელეები კალაპოტიდან გადმოვიდა. დატბორილია ეზოები, სახნავ-სათესი სავარგულები. წყალმა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზეც შეაღწია.
ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ.