ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი შესაძლოა, დღეს გამოაცხადოს
ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი შესაძლოა, დღეს გამოაცხადოს.
ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებულის, ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.
პროცესს თავად ნიკოლოზ ბასილაშვილი და ნელი დოროყაშვილი არ ესწრებიან.
ცნობისთვის, ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას ედავებიან. ის თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება ბრალდების მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.