უბედური შემთხვევა წყნეთში – 15 წლის ბიჭი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა
წყნეთში 15 წლის ბიჭი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ის წყნეთში სტუმრად იმყოფებოდა.
როგორც ერთ-ერთმა თვითმხილველმა აღნიშნა, ადგილობრივები ცდილობდნენ, მოზარდს სასწრაფოს მოსვლამდე დახმარებოდნენ, თუმცა – უშედეგოდ. ბიჭი ექიმების მისვლამდე გარდაიცვალა.
„სკვერში ბავშვები თამაშობდნენ და იქ როგორ უნდა გასულიყო დენი, ვერ ვხვდებით. სასწრაფოს მოსვლამდე მეზობლები ცდილობდნენ დახმარებას. სასწრაფო 45 წუთის განმავლობაში უტარებდა გულის მასაჟს, მაგრამ ვერ უშველეს“, – განაცხადა თვითმხილველმა.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.
ტერიტორია ამ დრომდე ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.