„კვირა“ პრესკლუბს ხსნის – პირველი სტუმარი ანდრეი ილარიონოვი იქნება

4 სექტემბერს საინფორმაციო – ანალიტიკური პორტალი „კვირა“ პრესკლუბს ხსნის, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში იმუშავებს და თანამშრომლობისთვის მაქსიმალურად გახსნილი იქნება. მედიასაშუალებებს შესაძლებლობა ექნებათ, საინტერესო რესპონდენტებს შეხვდნენ. პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურის თუ სხვა სფეროს წარმომადგენლები შეძლებენ თავიანთი შეხედულებები, იდეები, შეთავაზებები თუ პოზიციები „კვირას“ პრესკლუბში გაახმოვანონ.
პრესკლუბის პირველი სტუმარი რუსეთის პრეზიდენტის ყოფილი ეკონომიკური მრჩეველი, ექსპერტი ანდრეი ილარიონოვი იქნება, რომელიც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრებს. ის ასევე უპასუხებს ჟურნალისტების შეკითხვებს.
ანდრეი ილარიონოვთან შეხვედრა 4 სექტემბერს, 20:00-ზე გაიმართება. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23 (გალაკტიონის ხიდთან), საკონტაქტო პირი: ეკა გულუა +(995) 599 72 65 65.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები