ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარასთან მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა. შემთხვევის შედეგად დაშავებული მეორე მგზავრი კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლითაა დაწყებული.