“მიზანი ამართლებს საშუალებას” – საპარლამენტო უმცირესობამ პარლამენტის თავმჯდომარეს სპეციალური “საშვი” გადასცა

    საპარლამენტო უმცირესობამ პარლამენტის თავმჯდომარეს სპეციალური “საშვი” წარწერით: “მიზანი ამართლებს საშუალებას” გადასცა. როგორც პლენარული სხდომის მიმდინარეობისას უმცირესობის ერთ-ერთმა წევრმა სერგო რატიანმა განაცხადა, პარლამენტის თბილისში გადატანით დავით უსუფაშვილი იმ პოლიტიკოსთა კლუბში გაწევრიანდა, რომელთა სამოქმედო პრინციპია – „მიზანი ამართლებს საშუალებას.
“მიზანი თქვენ მიღწეული არ გაქვთ, ქუთაისში რჩება პარლამენტი და ჩვენ ამას დავიცავთ. თქვენ არ შემოგვთავაზეთ არაფერი, გარდა უკანსვლისა და ბერიას შენობაში დაბრუნებისა”, – აღნიშნა რატიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები