შსს-მ მეუფე შიოს განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მეუფე შიო მუჯირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, თუმცა გამოძიების შედეგების მიხედვით შესაძლოა მუხლი გადაკვალიფიცირდეს.

„მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებულ საქმეთა სამმართველოში, მეუფე შიო მუჯირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო. გამოძიების შედეგების მიხედვით შესაძლოა მუხლი გადაკვალიფიცირდეს“, – განუცხადეს „კვირას“ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები