გიორგი ბაჩიაშვილი: არ ვარ დამნაშავე, დანაშაული არასდროს ჩამიდენია, გაურკვეველია, რატომ ვარ ამ პროცესში

არ ვარ დამნაშავე. არასდროს დანაშაული არ ჩამიდენია, გაურკვეველია, რატომ ვარ ამ პროცესში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულმა, თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, 10 წელზე მეტია, რაც კრიპტოვალუტის ბიზნესით არის დაკავებული.

„არ ვარ დამნაშავე. არასდროს დანაშაული არ ჩამიდენია, გაურკვეველია, რატომ ვარ ამ პროცესში. გარდა იმისა, რომ ერთი პიროვნება მედავება, რომ რაღაც ყოფილა, საქმეში მტკიცებულებები არ არის. რაც შეეხება კრიპტოვალუტას – ეს არის ნორმალური ბიზნესი, რითაც ბოლო 10 წელზე მეტია დაკავებული ვარ. საერთოდ არ მესმის, როგორ შეიძლება ეს იყოს აღქმული დანაშაულად?!“, – განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა სასამართლოზე.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება, 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები