პროკურატურა გიორგი ბაჩიაშვილისთვის სამი მილიონი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვს

საქართველოს პროკურატურა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით სამი მილიონი ლარის ოდენობის გირაოს გამოყენებას მოითხოვს. ამის შესახებ ბრალდებამ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა.

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე საქალაქო სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს.

მანამდე, სასამართლო სხდომაზე სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმა, რომელმაც განაცხადა, რომ ბოლო 2-3 კვირაა, მას სამართალდამცველები დაბურულმინებიანი მანქანებით უთვალთვალებენ.

შეგახსენებთ, რომ საუბარია, 2017 წელს განხორციელებულ ქმედებაზე. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები