სააკაშვილი საბერძნეთის კუნძულზე მის შეყოვნებასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს – „ეს არის სიცრუე და ჭორი“

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საბერძნეთის კუნძულ სამოსზე მისი შეყოვნების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. სააკაშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს.
„საქართველოს მთავრობას გაუვრცელებია ინფორმაცია, რომ მათი მოთხოვნის საფუძველზე თურმე დამაკავეს. რა შეიძლება ამაზე ითქვას, – ეს უკვე სასაცილოც აღარ არის, ეს ჭორიკანობა და სიცრუეა. საქართველოს დღევანდელი მმართველი ივანიშვილი და მისი მოურავი, თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ცდილობენ, მომწვდნენ. რა თქმა უნდა, მათ მოთხოვნებს არავინ სერიოზულად არ იღებს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში საქართველოს ელჩის, დავით ბაქრაძის ინფორმაციით, იახტა, რომლითაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი ლევან ვარშალომიძე გადაადგილდებოდნენ, კუნძულ სამოსზე 4 საათით შეაყოვნეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები