თბილისში ქმარი მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდა და სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა. შემთხვევა გლდანში რამდენიმე დღის წინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცოლი საკუთარ სახლში ჯერ სასტიკად სცემა, შემდეგ კი სახრახნისით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა.
დაშავებული ქალი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ექიმებმა მისი გადარჩენაა მოახერხეს, თუმცა ის რეანიმაციულ განყოფილებაში უგონო მდგომარეობაში იმყოფება.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.