ახმეტის მერიაში მერის სათათბირო ორგანოს ,,ახალგაზრდული საბჭოს” სხდომა გაიმართა

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის ქალთა ოთახში მერის სათათბირო ორგანოს ,,ახალგაზრდული საბჭოს” სხდომა გაიმართა. ინფორმაციას ახმეტის მერია ავრცელებს.
“მერის ახალგაზრდა მრჩევლებმა შიდა არჩევნები ჩაატარეს.
შეირჩა საბჭოს თავმჯდომარე, ორი მოადგილე და მდივანი. ასევე, შეარჩიეს სასურველი ფრაქციები და ფრაქციის ხელმძღვანელები.
სხდომაზე ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსი ფიცხელაურმა მოისმინა ახალგაზრდების სამომავლო გეგმები და განსახორციელებელ პროექტებზე ესაუბრა”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები