8 ივლისს საჩხერეში მუსიკალური საღამო გაიმართება

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, 8 ივლისს, ქალაქი საჩხერე, მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში, 19:00 საათიდან 22:00 საათამდე მუსიკალურ საღამოს უმასპინძლებს.

“ღონისძიების პროგრამა:

19:00-22:00 კვების სივრცე და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა – ადგილობრივი ნაწარმი
19:00-22:00 ზღაპრის გმირები და საბავშვო გასართობი შოუები
19:00-19:30 საბავშვო გასართობი შოუები: აზოტის შოუ, ჯამბაზ შოუ
19:30-19:50 თიკა მახალდიანი
19:50-20:20 ანი კეკუა
20:20-21:30 Goofyland-ის ბენდი
21:30-22:00 ცეცხლოვანი შოუ
გვეწვიეთ, ერთად გავატაროთ ზაფხულის #მუსიკალური_საღამოები”,- წერია საჩხერის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები