ტომას ჯეფერსონის ქურდობის ისტორია
ამერიკის კონსტიტუციის მამის, ტომას ჯეფერსონის ქურდობის ამბავი იცით?
ამ მრავალმხრივ განვითარებულ კაცს, ვისაც ამერიკის კონსტიტუციის გარდა კიდევ ბევრი რამ აქვს განვითარებული (ნაბიჯმზომი, ასლის გადამღები აპარატის მამა, მრავალფუნქციური გუთანი და სხვა), ჰქონდა განსაკუთრებული ვნება – სოფლის მეურნეობის განვითარება.
ლოკის ფილოსოფიის მიმდევარ ჯეფერსონს, ჯერ კიდევ საფრანგეთში ელჩად მუშაობისას, სახელმწიფოს დომინაციის იდეა არ ასვენებდა. თავად არ იყო ურწმუნო კაცი, მაგრამ მიაჩნდა, რომ მთავარი ღირებულება მაინც სახელმწიფოა და ის უნდა იდგეს ყველასა და ყველაფერზე მაღლა (ლოკის მოდელი).
ტომასი ძალიან ცდილობდა, აეთვისებინა ევროპის ბაზარი და ამერიკული კარტოფილის გვერდით ამერიკული ბრინჯიც გაეყიდათ, მაგრამ ეს საქმე არ გამოსდიოდა, რადგან ევროპის რესტორნები მხოლოდ იტალიურ ბრინჯს ყიდულობდნენ. იტალია კი მკაცრად აკონტროლებდა, რომ სახელმწიფოდან თესლი არავის გაეტანა.
ჯეფერსონი დიპლომატის რანგში ესტუმრა ერთ-ერთ მწარმოებელს იტალიაში. მას დაათვალიერებინეს დოვლათი და ანახეს ბრინჯის დასაფასოებელი საწყობები, ასევე, სპეციალური რეზერვუარები, სადაც თესლს ინახავდნენ.
ჩვენმა ელჩმა მიიხედა-მოიხედა და ჯიბეები ბრინჯის თესლით აივსო, მერე კი ამერიკაში, საკუთარ საცდელ მინდვრებზე გაამრავლა და მსოფლიო ბაზარზე ამერიკულ ღვინოსთან ერთად მალევე შევიდა (ამერიკული ვაზის ჯიშების გამრავალფეროვნებაშიც დიდი წვლილი აქვს შეტანილი).
ასე იქურდა ამერიკისთვის განსაკუთრებულმა პრეზიდენტმა, მაგრამ მისთვის პირადი ქურდობის აქტი სახელმწიფოსთვის თვითშეწირვა იყო, რადგან, ლოკის ფილოსოფიით, სახელმწიფოს სახელით (სახელმწიფოსთვის), ყველაფერი გამართლებულია, ჯეფერსონის ქურდობა ვეღარ ჩაითვლება ქურდობად, რადგან ის ამ დროს დაახლოებით იმავე განცდით მოქმედებდა, როგორითაც პერლ ჰარბორისკენ მიმავალი იაპონელი პილოტები.
მოამზადა გურამ მეგრელიშვილმა