„სამართალდამცველებმა კრიმინალთან ბრძოლის კუთხით კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთონ“
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენურ ვითარებას გამოეხმაურა. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, ყველა ბოროტმოქმედი კანონის მაქსიმალური სიმკაცრით უნდა დაისაჯოს.
„პირველ რიგში, მინდა მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს. მე მესმის, რამდენად მძიმეა, როცა ახლობელ ადამიანს კარგავ და ეს დანაკარგი კიდევ უფრო მძიმდება, როდესაც ის ძალადობრივი მეთოდით ხდება. ვფიქრობ, სამართალდამცველებმა კრიმინალთან ბრძოლის კუთხით კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთონ და კანონის ფარგლებში ყველა ბოროტმოქმედი მაქსიმალური სიმკაცრით უნდა დაისაჯოს “, – განაცხადა კახა კალაძემ.