ქარელში „მუსიკალური საღამო“ გაიმართა
მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, 2 ივლისს, ქალაქ ქარელში „მუსიკალური საღამო“ გაიმართა.
ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სხვადასხვა გასართობი სივრცე და შემეცნებითი აქტივობა. პატარებისათვის თოჯინების თეატრი წარდგა სპექტაკლით „წითელქუდა“, მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.
საბავშვო გასართობ სივრცეში ჩატარდა გიტარისა და მუსიკალური ინსტრუმენტების ძერწვის ვორქშოპები.
ასევე, მოეწყო ქეთი ხატიაშვილის ტანვარჯიშის აკადემიის მასტერკლასი. საღამო კი დასრულდა ანსამბლ „ფორტესა“ და ოთო ნემსაძის ბენდის კონცერტით.