ყაზბეგში მთიანი რეგიონების განვითარების კონფერენცია მიმდინარეობს

ყაზბეგში, მთიანი რეგიონების განვითარების მიზნით, გასვლითი შეხვედრა მიმდინარეობს. აღნიშნულ შეხვედრას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი ჯავახიშვილი, სხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, მთიანი რეგიონების განვითარების სახელმწიფო კომისიის წევრები და მოწვეული ექსპერტები ესწრებიან.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტორს ცნობით, შეხვედრის მიზანია, ჩამოყალიბდეს კონცეპტუალური ხედვები, რომელიც საკანონმდებლო ჩარჩო-დოკუმენტების შექმნის მიზნით იქნება გამოყენებული. ასევე მიმდინარეობს მუშაობა მთიან რეგიონებში საშეღავათო და სხვა სახელმწიფო პროგრამების განხორციელების მიმართულებით. შეხვედრაზე შემუშავებულ ხედვებს მთიანი რეგიონების განვითარების სახელმწიფო კომისიას შესთავაზებენ, რომელიც დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაში, გარდაიქმნება საკანონმდებლო-სამართლებრივ დოკუმენტად, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მიერ შესასრულებელ ღონისძიებად ან პროექტებად. მთიანი რეგიონების განვითარებაზე მომუშავე ჯგუფს რეკომენდაციებს აძლევს და ევროპულ გამოცდილებას უზიარებს UNDP-ის მიერ მოწვეული ავსტრიელი ექსპერტი. გასვლითი შეხვედრა 1 სექტემბერს დაიწყო და დღეს საღამოს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები