ტუალეტის ქაღალდის ალტერნატივა სხვადასხვა კულტურაში
სანამ პირველ თანამედროვე ტუალეტის ქაღალდს ამერიკაში გამოიგონებდნენ, მსოფლიო უკვე იყენებდა სხვადასხვა მეთოდს, რომელიც ყველა კულტურაში განსხვავებული იყო:
ძველი ბერძნები გატეხილი ჭურჭლის ნამსხვრევებზე მტრების სახელს ამოკაწრავდნენ ხოლმე და საპირფარეშოში ისე შეჰქონდათ.
ძველი ჩინელები (მათ გამოიგონეს ტუალეტის პირველი ქაღალდი) სქელ ქაღალდს იყენებდნენ.
რომის იმპერიაში ჯოხზე წამოცმულ ზღვის მცენარეებს (ღრუბლის ფორმა ჰქონდა) ჩააწობდნენ მარილიან წყალში ან ძმარში (დიდებულთა ცოლები ღვინოს იყენებდნენ) და ასე იწესრიგებდნენ თავს.
ძველი არაბები (მგონი თანამედროვეების ნაწილიც) მშვენივრად იყენებდნენ ქვიშას.
აფრიკაში პოპულარული იყო ხმელი ბალახი.
ამერიკის უძველესი მოსახლეობა სიმინდის ტაროს და ფოჩებს იყენებდა.
ახლო აღმოსავლეთში ჯოხები იყო მოდური. მიდიების ნიჟარებს ხმელთაშუა ზღვის კუნძულების მოსახლეობა ჯიბით დაატარებდა, ხოლო ფოთლები ძველ სლავებში საუკეთესო გამოსაწმენდი საშუალება იყო.
ცენტრალური ევროპის გლეხები ძონძებს იყენებდნენ, დიდგვაროვნები კი წყალს.
ცივი ქვეყნების მთავარი საშუალება თოვლი, ხოლო მეზღვაურებისთვის არა წყალი, არამედ თოკები იყო საპირფარეშოდან სუფთად გამოსვლის გარანტია.
ძველი ქართველები უკანა ტანს წყლითა და სიპი ქვით ისუფთავებდნენ, კომუნისტურ ეპოქაში ეს ტრადიცია გაზეთმა და ტოლსტოის ან ქართული მწერლობის ტომებმა ჩაანაცვლა.
თანამედროვე სამყარო გაიეტის გამოგონებულ “დახვეულ ქაღალდს” ვხმარობთ. თავდაპირველად ის, როგორც სამედიცინო პროდუქტი, ისე იყიდებოდა.
მოამზადა გურამ მეგრელიშვილმა