ქუთაისში, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ზაფხულის მუსიკალური საღამო გაიმართა

ქუთაისში, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ზაფხულის მუსიკალური საღამო გაიმართა.

ქალაქის ცენტრალურ ბულვარში საბავშვო და მუსიკალური ღონისძიებები ჩატარდა. მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. პატარების განწყობაზე ანიმატორებმა იზრუნეს.

საღამო ქართული ესტრადის ვარსკვლავების კონცერტით დასრულდა, რომელშიც “ქუჩის ბიჭები”, ნინი ქარსელაძე, თამუნა ამონაშვილი და თიკა ჯამბურია მონაწილეობდნენ.

“საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში, ყოველ შაბათ-კვირას პროექტი “მუსიკალური საღამოები” იმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები