2014 წლის აგვისტოში ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან განხორციელდა – შსს სტატისტიკას აქვეყნებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი აგვისტოს თვეში საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. მონაცემებით ირკვევა, რომ 2014 წლის აგვისტო 772 216 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2013 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე – 0,5 %-ით ნაკლებია.
რაც შეეხება იანვარ-აგვისტოს ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 3 685 834 ვიზიტი განხორციელდა, რაც 3%-ით აღემატება 2013 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელს. ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია: ა) ტურისტი – 1 566 646 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 42,5%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 12%); ბ) ტრანზიტი – 698 284 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 19%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -10%); გ) სხვა – 1 420 904 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 38,5%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 0,7%).
2014 წლის აგვისტოში ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (-5,5%), აზერბაიჯანიდან (+29%), სომხეთიდან (-12,2%), რუსეთიდან (-7%) და უკრაინიდან (+22,9%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ–აგვისტოშიც კვლავ ტრადიციულად გამოირჩნენ: ლიტვა, პოლონეთი, ესპანეთი, ლატვია და ნიდერლანდები (შესაბამისად 91%, 40%, 17%, 17%, და 14%), შუა აზიის ქვეყნებიდან – ყაზახეთი (40%), ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან კი – ბელორუსიის მოქალაქეები 50% მატებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები