“ახალგაზრდა მოხალისე” – ქობულეთში ახალგაზრდებისათვის ორდღიანი ტრენინგკურსი ჩატარდა

„ახალგაზრდა მოხალისე“ ღონისძიების ფარგლებში ქობულეთის ახალგაზრდებისათვის ორდღიანი ტრენინგკურსი ჩატარდა.

შეხვედრები შეეხებოდა შემდეგ თემებს – პროექტების წერა და ღონისძიების დაგეგმვა/ განხორციელება.
ტრენინგ-კურსის დასრულების შემდეგ მოწვეულმა ტრენერმა მენტორობა გაუწია ახალგაზრდებს და გამოავლინა სამი საუკეთესო გუნდი და პროექტი. გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
ღონისძიება ქობულეთის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და გენდერული თანასწორობის სამსახურის ინიციატივით ჩატარდა.

ინფორმაციას ქობულეთის მერია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები