ზუგდიდში სექსუალური დანაშაულის ბრალდებით 50 წლის მამაკაცი დააკავეს – 13 წლის გოგო ორსულად არის

ზუგდიდში 13 წლის მოზარდზე სექსუალური დანაშაულის ბრალდებით 50 წლის კაცი დააკავეს.

ამბავი მას შემდეგ გახმაურდა, რაც დედამ ბავშვი, ტკივილების გამო, კლინიკაში წაიყვანა. გაირკვა, რომ ბავშვი სამი თვისა და ორი კვირის ორსულია.

არსებული ინფორმაციით, მშობელმა პოლიციას არ მიმართა და ბავშვისთვის აბორტის გასაკეთებლად ქუთაისის კლინიკაში წავიდა. სამართალდამცველები საქმის კურსში ექიმებმა ჩააყენეს.

ოჯახები ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობენ. ბავშვმა და დედამ პოლიციას ჩვენება უკვე მისცეს, მოზარდს ჩაუტარდა ექსპერტიზა.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 140-ე მუხლით დაიწყო, რაც სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით, თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები